ZOI

ZOI

წესები და პირობები

ამოქმედების თარიღი: 21.05.2026 · ვერსია: 1.0

1. შესავალი

შპს „ბიენდი“ (შემდგომში „ზოი“, „კომპანია“ ან „ჩვენ“) არის ციფრული პლატფორმა, რომელზეც განთავსებულია ბავშვის განვითარებასთან და მშობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ინფორმაცია შედგენილია შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით. ინფორმაცია შესაძლოა მოცემული იყოს ვიდეო, აუდიო, ტექსტის ან სხვა ნებისმიერი ფორმით. პლატფორმის მომხმარებელს („მომხმარებელი“, „თქვენ“, „მშობელი“) ეძლევა შესაძლებლობა გამოიყენოს პლატფორმა და ზოის სერვისები.

ზოის პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტს, შეადგინოს მისთვის სასურველი რუტინა, პლატფორმაზე არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გაუზიაროს კონტენტი მესამე პირს, შეამოწმოს ბავშვის განვითარების ეტაპები, ასახოს პროგრესი და მიიღოს მის მიერ გაცხადებული ინფორმაციის შესაბამისი ალგორითმული რეკომენდაციები და სხვ.

მომხმარებლის პირობები და სერვისის გამოყენების წესები („პირობები“) წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ზოისა და თქვენ შორის. თანხმობის ელექტრონული მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებსა და პირობებს, ასევე, დამატებით პირობებს.

თუ თქვენ სარგებლობთ ზოის პლატფორმით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.

2. კომპანიის ინფორმაცია

კომპანიის დასახელება: შპს „ბიენდი“

ვებგვერდი: zoi.ge

ელ. ფოსტა: support@zoi.ge

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ი. აბაშიძის ქ., N 46 (ყოფილი ბარნოვის ქ. N148), სართული 4, ბინა N20.

3. განმარტებები

„პლატფორმა“ — ზოის ვებგვერდი, პროგრამული ინფრასტრუქტურა, სამომავლო მობილური აპლიკაცია ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ციფრული სერვისი.

„კონტენტი“ — ვიდეო, აუდიო, ტექსტი, გრაფიკული მასალა, რუტინები, ინსტრუქციები, რეკომენდაციები, სავარჯიშოები და სხვა ყველა და ნებისმიერი მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.

„ბავშვის პროფილი“ — მომხმარებლის მიერ შექმნილი მონაცემთა ერთეული, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბავშვის ასაკს, განვითარების ეტაპს, რუტინას ან სხვა თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას.

„გამოწერა“ — პერიოდული ფასიანი მომსახურება.

„მოქმედი კანონმდებლობა“ — საქართველოში მოქმედი კანონები, ბრძანებები, ბრძანებულებები, რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულ პროცესებს.

„პერსონალური მონაცემები“ — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

„ონლაინ გადახდა“ — ბარათის მფლობელის მიერ პლატფორმაზე განთავსებული სერვისების უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვა.

4. მომსახურების აღწერა

ზოი წარმოადგენს ციფრულ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერს მშობლებს.

პლატფორმა მოიცავს:

  • ბავშვის ასაკზე მორგებულ კონტენტს;
  • ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმაციას;
  • ყოველდღიური რუტინის დაგეგმვის ფუნქციას;
  • რეკომენდაციებს განვითარების აქტივობებზე;
  • პროგრესის და აქტივობების მართვის ინსტრუმენტებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საინფორმაციო მასალა თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა გაფრთხილებთ, რომ იგი არ ანაცვლებს ექიმის რჩევას და არ გაძლევთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის ან მწვავე ან ქრონიკული დაავადების, პათოლოგიების მართვისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს:

  • სამედიცინო რჩევას;
  • დიაგნოზს;
  • მკურნალობის მეთოდს;
  • ინდივიდუალურ თერაპიულ გეგმას.

ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტენტს აქვს ზოგადი საინფორმაციო ხასიათი და იგი მომზადებულია დამოუკიდებელი პროფესიონალების ან/და ორგანიზაციების მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ საკონსულტაციო ხასიათი და არ შეიძლება, აღქმული იყოს როგორც სამედიცინო კონსულტაცია ან/და რჩევა.

მომხმარებელი ვალდებულია ბავშვის ჯანმრთელობასთან, განვითარებასთან ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს შესაბამის პროფესიონალს.

ზოი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ პლატფორმის სერვისების გამოყენებით ან პლატფორმასთან სხვაგვარი კავშირის მიზეზით.

5. ანგარიშის რეგისტრაცია

ზოის პლატფორმით სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის/პროფილის შექმნა. ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

ანგარიშის შექმნამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები.

ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი პასუხისმგებელია უსაფრთხოდ შეინახოს ანგარიშის დეტალები. თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს იგი ან დაუკავშირდეს ზოის.

მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია მისი ანგარიშის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, თავად ასრულებდა თუ არა იგი ამ ქმედებას.

ზოი უფლებამოსილია ტექნიკური ან/და უსაფრთხოების მიზნით, მათ შორის საეჭვო აქტივობის გამოვლენის შემთხვევაში ან/და საქართველოს კანონმდებლობის ან წინამდებარე დოკუმენტის უხეშად დარღვევის შემთხვევაში გადაამოწმოს ანგარიშის ინფორმაცია, მოითხოვოს ასაკის ან მშობლის სტატუსის დადასტურება, დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს/გააუქმოს ანგარიში.

6. ბავშვის მონაცემები და მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • ბავშვის შესახებ პლატფორმაზე შეყვანილი ინფორმაციის დამუშავებაზე გააჩნია სრული კანონიერი უფლებამოსილება;
  • მოქმედებს როგორც მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
  • პასუხისმგებელია პლატფორმაზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

ზოი არ არის ვალდებული შეამოწმოს მშობლის სტატუსის ნამდვილობა და ეყრდნობა მომხმარებლის განცხადებას.

7. სამედიცინო და განვითარების გაფრთხილება

პლატფორმაზე არსებული კონტენტი, რუტინები ან/და რეკომენდაციები წარმოადგენს მხოლოდ ზოგად საგანმანათლებლო ინფორმაციას.

ზოი არ იძლევა გარანტიას, რომ:

  • კონკრეტული აქტივობა კონკრეტულ შედეგს გამოიწვევს;
  • ბავშვის განვითარება შესაბამისობაში იქნება მითითებულ ეტაპებთან;
  • პლატფორმის გამოყენება თავიდან აიცილებს განვითარების შეფერხებას;
  • კონტენტი შესაფერისია ყველა ბავშვისთვის.

ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება.

მომხმარებელი ვალდებულია:

  • თავად შეაფასოს ნებისმიერი აქტივობის უსაფრთხოება;
  • იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებაზე;
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აქტივობა ბავშვის დისკომფორტის შემთხვევაში;
  • ნებისმიერი აქტივობის ჩატარებამდე გაიაროს კონსულტაცია ექიმთან;
  • ექიმთან გაიაროს კონსულტაცია, თუ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, განვითარების შეფერხება ან სპეციალური საჭიროება.

ZOI არ აგებს პასუხს:

  • ბავშვის ფიზიკურ დაზიანებაზე;
  • ტრავმაზე;
  • ალერგიულ რეაქციაზე;
  • განვითარების შედეგებზე;
  • მშობლის მიერ რეკომენდაციის არასწორ ინტერპრეტაციაზე;
  • მომხმარებლის მიერ შესრულებულ ქმედებაზე;
  • ვიდეოების არასათანადო გამოყენებაზე;
  • სხვა ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მშობელმა შეასრულა.

მშობელი პასუხისმგებელია თავისი შვილის ჯანმრთელობის, განვითარების ეტაპის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით საკუთარი თავისუფალი ნებით შეარჩიოს, თუ რომელ ინფორმაციას და როგორ გამოიყენებს პლატფორმაზე არსებული კონტენტიდან.

8. ინტელექტუალური საკუთრება

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა და მისი ყველა საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო საიდუმლოებები და ზოისთან დაკავშირებულ სხვა ინტელექტუალურ საკუთრებებზე უფლებები არის და იქნება ზოის საკუთრება. ასევე, თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმის საწყისი კოდი, ფორმატი, კატალოგები, ალგორითმები, მოთხოვნები, სტრუქტურა და ორგანიზება არის ზოის ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია. თქვენ არ გადმოგეცემათ უფლება პლატფორმის ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

იმ შემთხვევაში თუ პლატფორმაზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება სხვა ნებისმიერ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე, იმოქმედებს შესაბამისი აპლიკაციის/ვებგვერდის წესები და პირობები. ასევე, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ზოი არ არის პასუხისმგებელი ჰიპერბმულით მოცემულ აპლიკაციაში/ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, მართებულობაზე ან მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების ხარისხზე.

თქვენ არ ხართ ავტორიზებული ზოის მიერ გამოიყენოთ ზოის ინტელექტუალური საკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დაბეჭდოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ ზოის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისათვის, მაგრამ არ გაქვთ უფლება გააზიაროთ, გადათარგმნოთ, ადაპტაცია გაუკეთოთ, გამოაქვეყნოთ ან გაასაჯაროოთ რაიმე ინფორმაცია კომერციული მიზნებისათვის.

თქვენ არ ხართ ზოის მიერ ავტორიზებული პირი, არ მოაჩვენებთ თავს და არ აძლევთ უფლებას სხვა ნებისმიერ პირს, რომ მოაჩვენოს თავი ზოის ავტორიზებულ პირად და არ მოიქცევით ისე, რომ ვინმემ ლოგიკურად დაასკვნას, რომ თქვენ ზოის ავტორიზებული პირი ხართ.

9. გამოწერა და გადახდები

მომავალში პლატფორმამ შეიძლება შემოიღოს ფასიანი გამოწერა. გამოწერის პირობები გამოქვეყნდება ცალკე ფასების გვერდზე.

ზოი უფლებამოსილია:

  • შეცვალოს ტარიფები;
  • დაამატოს ახალი გეგმები;
  • შეწყვიტოს კონკრეტული პაკეტი;
  • შეცვალოს ფუნქციონალი.

თუ მოქმედებს ავტომატური განახლება:

  • მომხმარებელი წინასწარ თანხმდება ავტომატურ ჩამოჭრაზე;
  • გამოწერა გაგრძელდება ავტომატურად გაუქმებამდე;
  • გაუქმება ძალაში შევა მიმდინარე ბილინგის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ზოი უფლებამოსილია გამოიყენოს მესამე მხარის გადახდის პროვაიდერები.

ზოი არ ინახავს სრულ საბანკო ბარათის მონაცემებს, თუ ეს პირდაპირ არ არის საჭირო.

10. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

  • ციფრულ კონტენტზე წვდომის დაწყების შემდეგ თანხა, როგორც წესი, არ ბრუნდება;
  • ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში ზოი ინდივიდუალურად განიხილავს მოთხოვნას;
  • მომხმარებელმა პრობლემის შესახებ ზოის უნდა აცნობოს გონივრულ ვადაში.

მომხმარებლის კანონით დადგენილი უფლებები უცვლელი რჩება.

11. კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები

ზოი ამუშავებს მონაცემებს საქართველოს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

დამუშავებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:

  • სახელს;
  • ელ. ფოსტას;
  • ბავშვის ასაკს;
  • გამოყენების სტატისტიკას;
  • მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებს.

12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ ვმუშაობთ, რომ ზოის გამოყენება იყოს თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული, მუდმივად შეგვაქვს ცვლილებები ამ მიზნით, ხდება განახლებები, თუმცა ზოი არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას, რომ:

  • პლატფორმა იმუშავებს დროულად, უსაფრთხოდ, შეუფერხებლად, შეცდომების გარეშე, იქნება შესაბამისი სხვა მონაცემთა ბაზებთან, პროგრამებთან ან მოწყობილებებთან;
  • პლატფორმა უპასუხებს თქვენს მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს;
  • პლატფორმის შეცდომები და ნაკლები იქნება გამოსწორებული;
  • პლატფორმა არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა დამაზიანებელ კომპონენტებს;
  • პლატფორმა თავსებადი იქნება თქვენს მოწყობილობასთან ან სხვა რომელიმე მოწყობილობასთან, რომელიც მიერთებულია თქვენს მოწყობილობაზე. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, გქონდეთ შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც თავსებადია პლატფორმასთან და არის გამართული.

13. ანაზღაურების ვალდებულება

თქვენ აცნობიერებთ და პირობას დებთ, რომ არ მიაყენებთ თქვენი ქმედებით ზარალს ზოის, მის თანამშრომლებს, ან მათთან დაკავშირებულ პირებს, სერვისის მომწოდებლებს. თუ თქვენ მიერ ან სხვა პირის მიერ, რომელმაც გამოიყენა თქვენი ანგარიშის დეტალები, ზოის მიაყენა ზარალი მისი ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას ან სხვა გზით, ან თქვენ დააზარალეთ ზოი ამ პირობების დარღვევით, ან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებით ან გამოყენებით, თქვენ იღებთ ვალდებულებას, აანაზღაუროთ ეს ზარალი.

14. მომსახურების ცვლილება, ანგარიშის გაუქმება

ზოი იტოვებს უფლებას გადააკეთოს, შეაჩეროს, გააუქმოს დროებით ან მუდმივად პლატფორმის ნაწილი ან მთელი პლატფორმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით წინასწარი შეტყობინების გარეშე. თქვენ პლატფორმის მეშვეობით შეძლებთ დაეთანხმოთ ცვლილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგეზღუდებათ პლატფორმით სარგებლობის უფლება.

თუ თქვენ არღვევთ ჩვენს პირობებს, ვიტოვებთ უფლებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ ან დავბლოკოთ თქვენი პირადი ანგარიში/პროფილი და/ან წვდომა პლატფორმაზე ან მის ნაწილზე ნებისმიერ დროს, ამ ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის მიზეზით, ზოისთვის ზიანის მიყენების მცდელობის ან/და ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ასევე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისას.

თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ ზოი გააუქმებს თქვენს პროფილს, აღარ გექნებათ წვდომა თქვენს პროფილზე არსებულ ინფორმაციასთან. ყველა უფლება, რაც გადმოგეცათ ამ შეთანხმებით, დაუყოვნებლივ გაუქმდება.

თუ წინამდებარე ხელშეკრულების რაიმე ნაწილი გახდა ძალადაკარგული ან ბათილი, ის ავტომატურად ითვლება გაუქმებულად და ამ ნაწილის გაუქმება არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ძალაზე და არ ხდის ხელშეკრულებას ან მის ნაწილს არავალიდურს. ამასთან, მუხლის ან მისი ნაწილის ბათილობის შემთხვევაში, მხარეები მათ შორის არსებულ ურთიერთობას მოაწესრიგებენ ბათილ დებულებასთან შინაარსობრივად ყველაზე ახლოს მდგომი ნამდვილი მოწესრიგებით.

ზოგიერთი სერვისის გამოყენებისას შეიძლება მოქმედებდეს დამატებითი პირობები. ასეთი სერვისების გამოყენების სურვილის შემთხვევაში თქვენ უნდა გაეცნოთ დამატებით პირობებს და დაეთანხმოთ მას.

15. მოქმედი სამართალი და დავები

ნებისმიერი სამართლებრივი დავა თქვენს და ჩვენს შორის იწარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სასამართლოში.

16. ცვლილებები/დამატებები

წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, ზოის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ეცნობოს გონივრული ვადით ადრე, პირად კაბინეტში სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, ელ. ფოსტით.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: support@zoi.ge

ქუქი ფაილები ZOI-ში

ZOI იყენებს cookies-ს, რომ პლატფორმამ გამართულად იმუშაოს და უკეთ გავიგოთ, როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ შენი გამოცდილება.